
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სკოლაში გაზაფხულის მოსვლას განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან. ამასთან დაკავშირებით სკოლა საგაზაფხულოდ გაფორმდა.
სკოლის დერეფანსა და კიბეებზე დეკორაციები დაამაგრეს. შედეგად, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კარგი განწყობა შეექმნათ და სწავლისთვის კიდევ უფრო მოტივირებულები არიან.
ასევე, გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სკოლაშ სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იგეგმება.
იხილეთ ფოტოები: