ბათუმის N28 საჯარო სკოლის I კლასში კონფერენცია - „ჯანსაღი კვება და ჰიგიენა“ ჩატარდა
24-02-2022
ბათუმის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო აქტივობებს ხშირად ატარებენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან.
ამჯერად, პირველ კლასში კონფერენცია - „ჯანსაღი კვება და ჰიგიენა“ ჩატარდა. პედაგოგი ინდირა ბერიძე გახლავთ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა პირველკლასელ მოსწავლეებში ჯანსაღი საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მოსწავლეებმა, კონფერენციაზე, წარმადგინეს პრეზენტაციები; ისაუბრეს ჯანსაღ ცხოვრებაზე, თუ როგორ იცავენ ჰიგიენის წესებს, როგორ იკვებებიან და აწესრიგებენ თავიანთ ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.