„საწვეთურიანი ურიკის დამზადება, თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა“ - ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
24-02-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისათვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში თემაზე - „საწვეთურიანი ურიკის დამზადება, თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა“ პრეზენტაცია წარადგინეს.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა და თითოეულმა მოსწავლემ ისაუბრა რა ძირითადი მიზანი იყო საწვეთურიანი ურიკის დამზადება.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა ფიზიკაში ასევე, ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203