მუხროვანის საჯარო სკოლის ეზოში ფიჭვისა და ნაძვის ნერგები დაირგო 
24-02-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ზვიად ქართლოსიშვილმა ფიჭვისა და ნაძვის ნერგები გადასცა. 

სტუმარმა და ბავშვებმა სკოლის ეზოში ერთად დარგეს ნერგები და მოისმინეს უამრავი საინტერესო ინფორმაცია ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-პატრონობის აუცილებლობის შესახებ.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გამწვანების მასშტაბური კამპანია მიზნად ისახავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას მოსწავლე-ახალგაზრდებში და ზოგადად საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203