ახალდაბის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს მშობლიური ენის დღე განსაკუთრებულად მიულოცა
24-02-2022
შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში დირექციის ხელშეწყობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით აქტივობები მუდამ იმართება.

სკოლის დირექციამ, ამჯერად მოსწავლეებს „მშობლიური ენის დღე“ მიულოცა - ქართული ენის სიწმინდის დაცვა და დედამიწაზე ქართველებთან ერთად მარადიული არსებობა უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203