ნაბაკევის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება
24-02-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასკოლო პროექტი - „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“ განხორციელდება.
აღნიშნულმა სასკოლო პროექტმა გამარჯვება UNICEF და აწსუ-ს „ბავშვის უფლებათა“ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოიპოვა. პროექტზე ქუთაისის N23 საჯარო სკოლამ იმუშავა. პროექტის ხელმძღვანელი სწორედ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა იქნება და ის პარტნიორ სკოლებთან ერთად - ნაბაკევის და ლეციცხვაიეს საჯარო სკოლებთან ერთად განხორციელდება.
პროექტი 15 მარტიდან დაიწყება და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.