ქუთაისის N23 საჯარო სკოლის წარმატება სასკოლო პროექტების კონკურსში
24-02-2022
ქუთაისის N23 საჯარო სკოლას კიდევ ერთი დიდი გამარჯვება სასკოლო პროექტით - „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“ ხვდა წილად.

სასკოლო პროექტმა გამარჯვება UNICEF და აწსუ -ს „ბავშვის უფლებათა“ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოიპოვა. პროექტი 15 მარტიდან დაიწყება და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

აღნიშნული აქტივობა ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობით, პარტნიორული კავშირებით კიდევ ორ სკოლაში - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის სკოლა (დირექტორი ეკატერინე ჯამბურია) და მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეციცხვაიეს სკოლა(დირექტორი ელგუჯა სულავა) განხორციელდება.

„სკოლა მადლობას უხდის UNICEF-ს, ბატონ მამულო ბუჭუხიშვილს, ქალბატონებს: ნატო ქობულაძეს, მადონა ბასილაძეს, შორენა ტყემალაძეს. უღრმესი მადლობა ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ქალბატონ ნანა ბიბიჩაძეს, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს: ანა ცინაძეს და თეკლა ჩაფიძეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203