მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს
24-02-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლას მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, თვითმართველობის დეპუტატი დავით ებილაშვილი და სოფლის გამგებელი მამუკა გულიაშვილი ესტუმრნენ. 

მათ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სკოლის სრული რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს. 

სკოლაში იმედი აქვთ, რომ მალე მოსწავლეები სრულად განახლებულ, მთლიანად მათ ინტერესებზე მორგებულ სკოლის შენობაში ისწავლიან.

სტუმრებმა მოსწავლეები მოინახულეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„ყველამ ვიცით, სკოლის ინფრასტრუქტურა ძირეულ განახლებას მოითხოვს და ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა ჩვენი მოსწავლეების, მათი მშობლებისა და თანამშრომლებისთვის. სკოლა დიდ მადლობას უცხადებს გადაწყვეტილებების მიღებისა და მხარდაჭერისთვის რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ინფრასტრუქტურის სააგენტოს და სკოლის ფიზიკური გარემოს გაუმჯობესების საკითხის მოგვარებაში ჩართულ შესაბამის უწყებებსა და სამსახურებს. განსაკუთრებული მადლობა კი ბატონ გიორგი შინჯიკაშვილს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203