ქვემო მახოს საჯარო სკოლის შემოქმედმა მოსწავლეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ალტერნატიული დასასრული მოიფიქრეს
24-02-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ შესწავლის შემდეგ მოთხრობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. მეექვსეკლასელებმა ​მოთხრობის სამწუხარო დასასრულის შეცვლა მოინდომეს. 

მოსწავლეებმა ორიგინალური გაგრძელებაც მოიფიქრეს და სრულიად განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს.

„მას შემდეგ, რაც VI კლასში შევისწავლეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გაეგრძელებინათ მოთხრობა, რადგან მას სევდიანი დასასრული ჰქონდა. შედეგად კი დაწერეს VI თავი, ისე როგორც მათ სურდათ.

ძალიან განსხვავებული, ორიგინალური და კარგი გაგრძელება მოიფიქრეს, შვლის ნუკრი შეახვედრეს მშვილმკვდარ დედას, ადამიანის საქციელი სხვა კუთხით გვიჩვენეს და სხვადასხვა სრულიად განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა მეექვსე თავი დაასურათეს კიდეც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203