
17 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, თემაზე - რწმენა და რელიგიის თავისუფლება, შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს და შეხვედრას წარუძღვნენ თვითმმართველობის წევრები - მარიამ ვარშანიძე და თემო დიასამიძე.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები:
„გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი. ეს თქვენი უფლებაა, ეს თქვენი არჩევანია!“ - კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეხსენეს შეხვედრის მონაწილეებს სპიკერებმა.