„წყლის ბრუნვა ბუნებაში“ - აჭყვას საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
24-02-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე - „წყლის ბრუნვა ბუნებაში“ იმუშავეს. 

მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები, ინტერნეტის საშუალებით უკეთესად გაეცნენ თუ როგორ ხდება ბუნებაში წყლის ბრუნვა. მათ თემასთან დაკავშირებით გააკეთეს ნახატები და ჩაატარეს ცდა. 

„ბავშვები მუშაობდნენ ხალისით, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული დავალების შესრულებაში, დიდი მადლობა და წარმატებები თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203