ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილზე საკვების კვებითი ღირებულება დაადგინეს
ბათუმის N25 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკული სამუშაოებით იმტკიცებენ.
სკოლაში მოსწავლეებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სხვადასხვა მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8ა, მე-8ბ და მე-8გ კლასებში მოსწავლეებმა ექსპერიმენტით საკვების კვებითი ღირებულება დაადგინეს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი უნარები წარმოაჩინეს და დაგროვილი ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: