ფშაველის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა საინტერესო წიგნებით გამდიდრდა
24-02-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერებასა და განათლებაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავენ.
სკოლის ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებით გამდიდრება აქტიურად მიმდინარეობს. სკოლამ ბოლო პერიოდში არაერთი საინტერესო წიგნი შეიძინა. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი ქართული მონეტების ოქროს კოლექცია აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დროის ფულის ერთეული მონეტების ასლები საფუძვლიანად და დიდი ინტერესით დაათვალიერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს