ლენჯერის N1 სკოლის მოსწავლეებმა მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული უნიკალური მონეტების საცავი მოინახულეს
24-02-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი - „ფინანსური წიგნიერება“ გრძელდება. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული უნიკალური მონეტების საცავი მოინახულეს. მოსწავლეები ასევე მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში მუზეუმის ადმინისტრაციას მადლობას უხდიან. 

„მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქალბატონ ნათია გიგანისგან. საცავებიდან მიღებული ინფორმაცია კი საგანმანათლებლო სივრცეში „არქეოლოგიური“ თამაშებით განიმტკიცეს. უღრმეს მადლობას ვუხდით მუზეუმის ადმინისტრაციას, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში და საჯარო მადლობა ქალბატონ ნათიას საინტერესო აქტივობებისთვის. ჩვენ ისევ მოვალთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203