თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თურქული ენის სახელმძღვანელოები გადაეცათ
24-02-2022
თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თურქული ენის სახელმძღვანელოები გადასცეს. 

მოსწავლეებს, რომლებიც თურქულ ენას სწავლობენ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა სახელმძღვანელოები „Türkçe Öğreniyorum“ გადასცა.

მათ წიგნები პროექტის - „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ ფარგლებში გადაეცათ. 

აღსანიშნავია რომ სკოლის მოსწავლეები თურქულ ენას დიდი ინტერესითა და მონდომებით ეუფლებიან. ამ საჩუქარმა კი მათ მოტივაცია აუმაღლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203