„მე მიყვარს აბაშა“ - წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ კუთხეს ღონისძიება მიუძღვნეს
23-02-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის დ.ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ნანა ბირკაიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება-პროექტი „მე მიყვარს აბაშა“ გამართეს.
მოსწავლეებმა მშობლიურ რაიონს სასიმღერო ნომრები, ლექსები და ისტორიები მიუძღვნეს. ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარდა და დამსწრეთა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.