ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიგელებით დაჯილდოვდნენ
23-02-2022
ქალაქ ოზურგეთის  N1 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების გუნდმა პროექტის ფარგლებში „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ გაიმარჯვა. 
 
გუნდის წევრები გაწეული შრომისა და მონდომებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„თქვენ ბევრი იშრომეთ, რათა სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის გაგელამაზებინათ და საინტერესო გაგეხადათ მათი სასკოლო საქმიანობა. წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება გელოდებათ. მადლობას ვუხდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩვენი შრომის დაფასებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203