„21-ე საუკუნის „მარიტა“- ჩვენი უფლებები“ - ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-8 კლასში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
23-02-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-8ა კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი ელზა აშიროვა) ჩატარდა სამოქალაქო განათლებასთან (მასწავლებელი ნათია ჯიჯელავა) ინტეგრირებული კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი.
მისი თემა გახლდათ - „21-ე საუკუნის „მარიტა“- ჩვენი უფლებები“. გაკვეთილი წარიმართა დისკუსიის ფორმატში - მოსწავლეების მიერ გაკეთებული პრეზენტაციის საფუძველზე. დასასრულს ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი ვიდეორგოლის - „არა ძალადობას“ ჩვენება გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს