ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გარემოსდაცვით თემაზე გამართულ ვებინარს დაესწრნენ
23-02-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები თემაზე - „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი“ გამართულ ვებინარს დაესწრნენ. 

ვებინარი 2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა. 

შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში. თემის ირგვლივ ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელინა ბაქრაძემ.

ვებინარზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ატმოსფერული ჰაერის ხარისხს მათი ჯანმრთელობის კუთხით და როგორ უნდა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი, სადაც დააფიქსირეს მომდევნო შეხვედრებზე თუ რა თემაზე ისურვებდნენ ინფორმაციის მიღებას. ვებინარი იყო ინფორმაციული და საინტერესო.

შეხვედრაში მონაწილეობას ორგანიზება გაუკეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ჩინჩალაძემ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203