შეუბანის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამა შექმნეს
23-02-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული კომპლექსური დავალება მოამზადეს.

დავალებაზე მოსწავლეებმა, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“ ფარგლებში, ქართულ ენასა და ხელოვნებაში იმუშავეს.

დავალების თემა „ტყე და მისი დიდი მნიშვნელობა“ იყო. 

კომპლექსური დავალება მოსწავლეებმა, პედაგოგების თამარ რაზმაძისა და აკაკი რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით მოამზადეს.

„კომპლექსური დავალება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, დიორამის შესაქმნელად ბავშვებმა გამოიყენეს ბუნებრივი და ხელოვნური მასალები: ხავსი, ფიჩხები, სურო, წიწვოვანი ტოტები, საძერწი, ფერადი ფანქრები, თექა, მუყაო.
თავიანთი ფანტაზიით გაამრავალფეროვნეს ნამუშევარი და წარმოადგინეს ერთობლოვი შემოქმედებითი პროდუქტი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203