გულგულის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-02-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღე აღინიშნა. 

ამ დღის აღნიშვნაში სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სპექტეკლიც დადგეს. 

ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისათვის ყველაფერი კეთდება, ეს აქტივობაც, გარკვეულწილად, ამ მიზანს ემსახურებოდა. 

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 21 თებერვალს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:



იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203