ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თურქ თანატოლებთან ინტერნეტ უსაფრთხოების თემაზე შეხვედრა გამართეს
23-02-2022

8 თებერვალს, „ინტერნეტ უსაფრთხოების“ დღესთან დაკავშირებით  ფოთის N12 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებისა და თურქი თანატოლების შეხვედრა ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოეწყო. 

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ინგლისური ენის  მასწავლებელი ნანა გალდავა და თურქი კოლეგა ზეჰრა სარი. შეხვედრა მიზნად ისახავდა ინტერნეტ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეთა შორის, ინგლისური ენის კომუნიკაციის განვითარებას. 

მოსწავლეებმა ინფორმაციული სახის პრეზენტაციაც წარმოადგინეს, ასევე ჩამოაყალიბეს მათი შეხედულება ინტერნეტ უსაფრთხოებასთან მიმართებაში და გაუზიარეს ერთმანეთს უსაფრთხოების წესები. შეხვედრის ბოლოს მათს ქვიზი  გააკეთეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს . 

N12  საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის eTwinning-ის პროგრამაში. ეს შეხვედრაც პროექტ „Digital Footprint - ციფრული ნაკვალევი“-ის ფარგლებში მოეწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203