ამბროლაურის N1 სკოლის მოსწავლეთა ექვსმა პროექტმა მიკროგრანტების კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
23-02-2022

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში მორიგ წარმატებას ზეიმობენ. „რაჭის სათემო ორგანიზაციის“ მიერ გამოცხადებულ მიკროგრანტების კონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ექვსი პროექტი დაფინანსდა. 

დაფინანსებული პროექტების სია ასე გამოიყურება: 

  • Discover gender- ოთარ დონაძე;
  • Bicycle friendly -ბაქარ ჭელიძე;
  • Loyfull -Cognitive Days -მარიამ მიქიაშვილი;
  • „ახალგაზრდები რაჭისთვის“ - მარიამ თომაძე;
  • „გაიზიარე წარმატება“ - ნანუკა გოგობერიშვილი;
  • Gender information for life - დადაში ონიანი;

აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტი დაფინანსდა 500 ევროს ექვივალენტით, ბავშვებმა პროექტები დაუკავშირეს სასკოლო პროექტს „ჯანსაღი ცხოვრება“, ისინი გეგმავენ ჩანთებზე ჰუდებსა და მაისურებზე ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის სლოგანების დაბეჭდვას, ასევე საიტის შექმნას და მისი საშუალებით საზოგადოების ინფორმირებას გენდერული თანასწორობის შესახებ. ასევე სკოლის ტერიტორიაზე ამ პროექტების ფარგლებში მოეწყობა ველოსიპედების საპარკინგე სივრცე.

„სკოლისა და ბავშვების სახელით მადლობას ვუხდით „რაჭის სათემო ორგანიზაციას“ ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის. გვწამს, რომ ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და ხელს შეუწყობენ დისკრიმინაციის აღმოფხვრას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203