ქუთაისის N12 სკოლის მასწავლებელი ეკა მაჩიტაძე იუბილარია - გულითადი მილოცვა ყველასთვის საყვარელ პედაგოგს
23-02-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ეკა მაჩიტაძე იუბილარია. ყველასთვის საყვარელ პედაგოგს სკოლაში დაბადების დღეს გულითადად ულოცავენ. 

„დაბადების დღეს გილოცავ ეკა! მრავალს დაესწარი შენი ულამაზესი და უსაყვარლესი ოჯახით!“,- წერს ქუთაისის N12 სკოლის დირექტორი ნათია სულავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

დირექტორის მილოცვას „ეტალონიც“ უერთდება. ქალბატონი ეკა 2016 წლიდან დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს etaloni.ge-სთან და ვებ-გვერდზე სასკოლო აქტივობა-სიახლეების და მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებების წარმოჩენაში აქტიურად მონაწილეობს. 

ჩვენს ვებ-გვერდზე გაშუქებულა თავად პედაგოგის არაერთი წარმატებული გაკვეთილი, ღონისძიება თუ აქტივობა. 

„ეტალონი“ ულოცავს ქალბატონ ეკას და მადლობას უხდის 6-წლიანი დაუღალავი და აქტიური თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203