
კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მდინარე კორისწყლი დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში ეკოკლუბის წევრები მარიამ ჭელიძე, ქეთი გურული, ქრისტინე ფაიქიძე, მარიამ გელაშვილი, მარიამ სანიკიანი, სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობდნენ.
ეკოკლუბის წევრებმა სხვებსაც მოუწოდეს, რომ ბუნებას მოუფრთხილდნენ.
„ეკოკლუბმა წითელხევი მოვაწყვეთ ადგილობრივი მდინარის -კორისწყლის დასუფთავების აქცია. კორისწყალი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადია. მდინარე მიედინება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია სოფლები: წითელხევი, შუბანი, ფერსათი, სალომინაო, როხი. მდინარის ნაპირები საკმაოდ დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. შესაბამისად ჩვენმა ეკოკლუბმა მდინარის ნაპირების დასუფთავების მიზნით დავგეგმეთ და განვახორციელეთ აქცია , რომელსაც რა თქმა უნდა არ ჰქონდა პრეტენზია რომ მთლიანად შეძლებდა ცარიელი ხელებით შედეგის მიღწევას, თუმცა ეს იყო საჩვენებელი, სამაგალითო ქმედება და აქცია რათა ეს საკითხი აქტუალური გახდეს ადგილობრივი სოფლის მცხოვრებთათვის და არ დააბინძურონ მდინარე“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: