„ხეების კამათი“ - ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო დავალება
23-02-2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად, მათი ცოდნის გასაღრმავებლად და შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად ყველაფერს აკეთებენ. 

პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა პედაგოგ ირმა ფიფიას ხელმძღვანელობით, დავალება „ხეების კამათი“ მოამზადეს. 

აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203