
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგი ზურაბ გელაშვილი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობს და არაერთ სასწავლო რესურსს აწვდის.
შესაბამისად მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან. ამჯერად, წარმოგიდგენთ, VII კლასის მოსწავლეების - თეკლა ლომიძის, ქრისტინე გელაშვილის და ლიზი გელაშვილის შთამბეჭდავ ნამუშევრებს.