ვანის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საოცნებო ქალაქის, უბნისა და კუთხის მაკეტი შექმნეს
23-02-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში კომპლექსური დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს. 

მოსწავლეებმა მათთვის საოცნებო ქალაქების, უბნებისა და კუთხეების მაკეტი შექმნეს.

აღნიშნულ აქტივობაში მესამეკლასელებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
 
„ჩვენმა პატარა არქიტექტორებმა შექმნეს თავიანთი საოცნებო ქალაქის უბნის და კუთხის მაკეტი. ასევე, შექმნეს სხვადასხვა ზომის ფორმის და გამოსახულების შენობები. გამოიყენეს მათვის სასურველი აპლიკაცია, კონსტრუირება. მათ გააფორმეს და მოაწყვეს ეზო და ღობეები სხვადასხვა ფერებით და ორნამენტენით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203