ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წელიწადის თვეები სიმღერით ისწავლეს
23-02-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეთა განვითარება პედაგოგთა მთავარი საზრუნავია. ამისთვის კი ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობას გეგმავენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს ინგლისურად წელიწადის თვეები სიმღერით აათვისებინეს.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში, პედაგოგ მაია კვენეტაძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითაა და მონდომებით ჩაერთნენ.

„თვეებიც ვისწავლეთ სიმღერით. ჩემი ყოჩაღები“,- წერს პედაგოგი მაია კვენეტაძე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203