„ექიმი და წამლები“ - ვანის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
23-02-2022
ვანის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა „ექიმი და წამლები“ იყო. 

მოსწავლეებმა პაციენტის როლი მოირგეს და ექიმის პროფესიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგეს. 

აღნიშნულ აქტივობაში პირველი კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

„ძალიან კარგად მოირგეს პაციენტის როლი, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის პროფესია და რა უფლება-მოვალეობა აქვს ამ პროფესიის ადამიანს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203