„ეტალონის“ ოქროს ფონდს რუსთავის N24 ქართული გიმნაზია შეუერთდა
26-02-2018
„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, რუსთავის N24 ქართულ გიმნაზიას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „რუსთავის ეტალონ მოსწავლეს“, სოფო ქურდაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, რუსთავის N24 ქართულ გიმნაზიას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი გეგი ლიპარტელიანი, რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მენეჯერი ვეფხვია გულედანი, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203