
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი - „ადამიანის უფლებები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“ მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, უცხო ენის მასწავლებლის, ირინა კაციტაძის ხელმძღვანელობით, IX კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შექმნეს პოსტერები და გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „ქალთა უფლებები“.
მოსწავლეები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: