
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო და რესურსცენტრის უფროსთან, გოჩა დავითაძესთან ერთად ბათუმის N9 საჯარო სკოლას ეწვია.
სტუმრობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა გამოცხადებისა და უსაფრთხო გარემოში სწავლისთვის საჭირო პირობების შესრულების საკითხს.
„სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი გაზრდილია და შემცირებულია კოვიდ დადებითობითობის შემთხვევები.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით მიმდინარეობს ბათუმის N9 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე განხორციელდა ახალი სახურავისა და მზის ელექტრო პანელების მოწყობა.
მიმდინარე წელს, განხორციელდება ფასადის სრული რეაბილიტაცია. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა ლიფტი. დაგეგმილია სკოლის ინტერიერისა და ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.