
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5გ კლასში კომპლექსური გაკვეთილის მესამე ეტაპი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „მუსიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები“. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაკა ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდა. მე-5გ კლასის დამრიგებელი სალომე ქობალია გახლავთ.
მოსწავლეებმა სატელეფონო კომპანიების სანოტო ჩანაწერები დააკავშირეს კომპანიების ლოგოებთან. ხალისით გააკეთეს მოსმენილი მუსიკალური ეპიზოდების ანალიზი. არ გასჭირვებიათ ნოტებში მათი ამოცნობა.
მოსწავლეები მოუთმენლად ელიან შემდეგ ეტაპს.
სკოლის დირექცია მონდომებულ და აქტიურ მე-5გ კლასს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: