
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში თემაზე - „ფინანსური წიგნიერება“ სასკოლო პროექტი ხორციელდება.
მე-3 კლასის მასწავლებელმა, ირმა წერეთელმა კლასის საათის ფარგლებში სახალისო-შემეცნებითი აქტივობა - „რა არის ფული?“ ჩაატარა.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: