
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამა „მელა და ყურძენი“ შექმნა.
IV კლასის მოწავლემ მათე სამხარაძემ, მასწავლებლის ლატავრა მჭედლიძის დავალებით, აკაკი წერეთლის არაჩვეულებრივად ნათარგმნი იგავი - „მელა და ყურძენი“ სხვადასხვა მასალის გამოყენებით გააცოცხლა და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
მოსწავლის ნამუშევარი მართლაც რომ შთამბეჭდავია.