იანეულის საჯარო სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყო
22-02-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ეზოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა და სკოლის  ერთობლივი გადაწყვეტილებით სასათბურე მეურნეობა მოეწყო, სადაც მოსწავლეები მარწყვის  კულტურის მოვლას, გამრავლებას, ჩითილების გამოყვანას და აგროტექნიკურ ღონისძიებებს შეისწავლიან. 

აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია  „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს. პროექტის მიზანი სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებაა, სწორედ ამ მიზნით შეირჩა იანეულის საჯარო სკოლაც.

„პროექტით მოსწავლეები შეიყვარებენ და დაინტერესდებიან  სოფლის მეურნეობის სფეროთი. მადლობას ვუხდით ორგანიზაცია „გურიის აგრობიზნესცენტრის“ თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ხომერიკს და დაბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ შორენა სიხარულიძეს აღნიშნულ პროექტში ჩვენი სკოლის მხარდაჭერისათვის“, - აცხადებენ იანეული საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203