ხარაგაულის N3 სკოლის კურსდამთავრებულ ანა მაჭავარიანს ოქროს მედალი მისმა ყოფილმა მასწავლებელმა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ საზეიმოდ გადასცა
22-02-2022
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა მაჭავარიანი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
წარჩინებულ კურსდამთავრებულს მედალი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საზეიმოდ გადაეცა.
ანას მედალი ყოფილმა მასწავლებელმა, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გადასცა.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულს ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს