„ჯანსაღი კვება მთელი ოჯახისთვის“ - ლენჯერის N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
22-02-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში „მე და საზოგადოებაში“ თემაზე - „ჯანსაღი კვება მთელი ოჯახისთვის“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

საგნის მასწავლებელ ლუარა კვიციანთან ერთად, მოსწავლეებმა -  ლაზარე მერლანმა და ბარბარე ფილფანმა შექმნეს საინტერესო პროექტი - „კანფეტი“.

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და გამართეს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს კანფეტის დადებით და უარყოფით თვისებებზე.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს ასეთი საინტერესო და სასარგებლო გაკვეთილისთვის. წარმატებები მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203