დაბა ხარაგაულის N3 სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
22-02-2022

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს: ნათია ბურჯანაძეს, მონიკა ბუცხრიკიძესა და ნინო შარიქაძეს ოქროს მედლები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მედალოსნებს დამსახურებულ ჯილდოს, ვუსურვებთ დასახული მიზნების ასრულებას, წინსვლას, ზრდასა და განვითარებას. გვიყვარხართ ! გვეიმედებით! გვეამაყებით! “,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203