სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018-ზე“ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა
26-02-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018-ზე“ ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს უმასპინძლეს.
დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და გაცნობოდნენ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ გაცვლით კურსებს, მიეღოთ სხვადასხვა სახის საჩუქარი და ადგილზე დაკვირვებოდნენ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარებულ მრავალ საინტერესო ცდას.
გამოფენაზე ასევე იმყოფებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც სსუ-ის სტენდი დაათვალიერა და აბიტურიენტებს გამოცდებზე წარმატებები უსურვა. ბოლოს კი, რექტორმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებისთვის სსუ-ის გერბით გაფორმებული ტორტიც გაჭრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს