დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თურქ თანატოლებს თბილისის შესახებ უამბეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანისას (თურქეთი) სკოლის მოსწავლეებს თბილისის დაარსების შესახებ ლეგენდა უამბეს.
მოსწავლეებს შორის შეხვედრა ინგლისური ენის პედაგოგის, ნინო მელიქიშვილის ინიციატივით გაიმართა. მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ენის შესასწავლად მისი პრაქტიკულად გამოყენება მნიშვნელვანია და რეგულარულად აპირებენ მსოფლიოს ყველა კუთხის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების გამართვას.
მომავალში დაგეგმილია შეხვედრა ესტონეთის, ინდონეზიისა და ყაზახეთის სკოლებთან.
იხილეთ ფოტოები: