ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს
22-02-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგონათა შორის ჭიდაობაში (ძიუდო) ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატი 2005-2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ქალაქ გორში 18-19 თებერვალს გაიმართა, სადაც ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა -  მარიკა ფოთელიძემ (44კგ) და ნინო დარჩიამ (57კგ) გამარჯვება არავის დაუთმეს.

გოგონები შეჯიბრისთვის სპორტის მასწავლებელმა ნანი კირკიტაძემ მოამზადა და მათ გამარჯვებაში დიდი წვლილიც მიუძღვის.

სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები გამარჯვებულ გოგონებს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სიხარულით ულოცავენ ამ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203