წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში გრანდიოზული ფესტივალისთვის ემზადებიან.ფესტივალი პროექტის „მეწარმეობა სკოლაში“ ფარგლებში გაიმართება და ბიოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დიდ სიხარულს მოუტანს. ფესტივალის მონაწილეებმა დაამზადეს დნმ-ის სამაჯურები, საყურეები, ბრელოკები, ყელსაბამები და უამრავი საინტერესო ნივთი.
„დიდი ამბები გვაქვს, გაახარეთ თქვენი ბიოლოგი მეგობრები, კოლეგები“, - ამბობენ სკოლაში ფესტივალის ორგანიზატორები.