„გაიგე ბუნების ხმა“ - ჭანიეთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი მიმდინარეობს 
22-02-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. სკოლაში ამჟამად პროექტი ,,გარემოს დაცვა“  მიმდინარეობს.   

პროექტის სათაურია „გაიგე ბუნების ხმა“, მას ია ბერაძე ხელმძღვანელობს, გუნდი კი სკოლის მასწავლებლებისგანაა დაკომპლექტებული. პროექტი 7 თვის ვადაში განხორციელდება.

„ჩვენი პროექტის საშუალებით, მოსწავლე აუცილებლად გააცნობიერებს პირად მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ. გაიაზრებს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება იქნება ერთი პატარა ნაბიჯი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების თვალსაზრისით. ბავშვები მიეჩვევიან გარემოზე ზრუნვასა და დაიცავენ ბუნებას დაბინძურებისაგან”, - აღნიშნავენ პროქტის ხელმძღვანელი მასწავლებლები.

მათ ასევე გაწერილი აქვთ სამოქმედო გეგმა. პროექტის მონაწილეებმა დაამზადეს პოსტერები და კედლის გაზეთი. კლასების მიხედვით, ბავშვებმა გააკეთეს ბუკლეტები შემდეგი თემატიკით: შევინარჩუნოთ სუთა გარემო; გადაარჩინე ბუნება და ის გადაგარჩენს შენ; ერთად მოვუაროთ გარესამყაროს; გარემო ჩვენი მეორე სახლია და ნუ დაანაგვიანებ მას;   

განსაკუთრებული ინტერესით და ხალისით ბავშვებმა „ნარჩენების ხელოვნების“ შექმნაზე იმუშავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203