ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადადის
21-02-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი იწყება. 

აღნიშნულ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. 

„პროგრესი“ ახალ შენობაში 2022 წლის სექტემბერში გადავა. აღსანიშნავია, რომ შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი და ის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინტერესებს მთლიანად მოერგება. შენობა 800 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ კომპანია „ანაგი განათლებასთან“ პარტნიორობით ახორციელებს.

„ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი მოსწავლეებს სთავაზობს:
ორმაგ დიპლომს!
სკოლამდელ განათლებას.
საბაზო/საშუალო განათლებას.
საატესტატო/უმაღლეს სკოლას.
წინასაუნივერსიტეტო მომზადებას.
სკოლას აქვს ამერიკული აკრედიტაცია.
მოიცავს AP სააბიტურიენტო, საუნივერსიტეტო და კარიერულ პროგრამებს;
პროფესიულ პროგრამებს ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და STEM-მიმართულებით.
გთავაზობთ ახალი შენობის ფოტოებს.
ასევე მოგახსენებთ, რომ ახალ სკოლაში სწავლის მსურველთა მზარდი სტატისტიკის გამო, გთხოვთ იჩქაროთ და დროულად მოახერხოთ მოსწავლეთა რეგისტრაცია“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203