„ამბის თხრობა“- ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მესამეკლასელთა საინტერესო აქტივობა
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მესამე კლასის მოსწავლეებმა, აქტივობის ფარგლებში, მოთხრობა ხმამაღლა წიკითხეს და განიხილეს.
აქტივობაში - „ამბის თხრობა“, მოსწავლეები, პედაგოგ ნათია შამილაძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მსგავსი აქტივობები ეხმარება ბავშვებს გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, განივითარონ მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარები“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: