ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი - „ქალი მეცნიერი“ ჩატარდა
21-02-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ლალი მაჭავარიანის ინიციატივით, სკოლაში ნახატების კონკურსი - „ქალი მეცნიერი“ ჩატარდა.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე გაერომ 2011 წელს დააწესა, რათა ახალგაზრდა ქალებისთვის რომელთაც აინტერესებთ მეცნიერება, უყვართ სწავლა და კვლევა, მეცნიერება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა და მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავების აღმოფხვრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს