ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აპლიკაციის დახმარებით ციფრული მედიის უსაფრთხო გამოყენება ისწავლეს
21-02-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლა უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლეს. 

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერის დახმარებით, აპლიკაცია - Happy Onlife-ით ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინკონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.

Happy Onlife, რომელიც ევროკავშირის 9 ქვეყანაში წარმატებულ აპლიკაციად არის აღიარებული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე 8 თებერვალს მთელი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203