ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე საქართველო ღირსეულად წარადგინეს
21-02-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გლობალური საკლასო ოთახის“ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე საქართველო ღირსეულად წარადგინეს.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში კონფერენციის მონაწილე მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას ულოცავენ. 

„მოსწავლეებმა კონფერენციაზე საქართველო ღირსეულად წარადგინეს. რის შედეგადაც ბევრ უცხოელ მასწავლებელს გაუჩნდა სურვილი ესტუმროს ჩვენს ქვეყანას! მადლობა ჩვენს მოსწავლეებს: სესილი ხიჯაკაძეს, ბაჩუკი ღონღაძეს, გიგა მაისურაძეს, მარი ხიჯაკაძეს, ნინო ხიჯაკაძეს, ნინო ხიჯაკაძეს, მარიამ სვანიძეს, საბა ხიჯაკაძეს, ჯაბა ხიჯაკაძეს და ანი ნიქაბაძეს. თქვენ გაამართლეთ ჩემი იმედები! გილოცავთ ამ გამოსვლას!“,- აღნიშნულია მოსალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203